top of page
Search

Deplorables ანუ ერთ-ერთი პატარა მიზეზი იმისა, თუ რატომ წააგო არჩევნები ოპოზიციამ.

  • Writer: Iazrovne piqradze
    Iazrovne piqradze
  • Oct 30, 2024
  • 2 min read


 

ეს ტერმინი პოპულარული 2016 წელს გახდა, როდესაც ჰილარი კლინტონმა ის ტრამპის ამომრჩეველთა ეპითეტად გამოიყენა და ამით მათ უხარისხო, გამოუსადეგარი, მიუღებელი უწოდა.

ეს ვითომ არაფრით გამორჩეული ეპითეტი, ერთ-ერთი მთავარი აგური გახდა, იმ არჩევნებში ტრამპის გამარჯვებისთვის.

ამერიკელმა მოსახლეობამ, რომლებიც ან კონსერვატორები ან კლასიკური ლიბერალები იყვნენ, ვერ აიტანა და არ მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატისგან მათი თანამოქალაქეებისადმი მსგავსი დამოკიდებულება და პროტესტის ნიშნად მხარი ტრამპს დაუჭირა.

 

Deplorables და საქართველო

 მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანია ოცნებისა და ოპოზიციის მხრიდანაც ერთმანეთის კრიტიკასა და ლანძღვაზე იყო აგებული. ოცნებას ოპოზიციონერებისგან ისიც განასხვავებდა, რომ მას იერიში მიჰქონდა პარტიებსა და ლიდერებზე, მაგრამ არასდროს არ შეუტევია მათი ამომრჩევლებისთვის, ანუ ადამიანებისთვის, რომლებმაც შეიძლება მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი წარმომადგენლებიც უნდა ყოფილიყვნენ.

ამის ფონზე კი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი გადავიდა პირდაპირ ბულინგზე, ოცნების მხარდამჭერების მიმართ.

ის ეპითეტები, რომელიც საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ გამოიყენებოდა, ძალიან უსიამოვნო და ზოგჯერ მიუღებელიც კი იყო.

ამ გაუაზრებელმა მიდგომამ კი თავის შედეგი გამოიღო, ოღონდ არა ისეთი, როგორსაც ოპოზიციონერები ვარაუდობდნენ, არამედ საპირისპირო და ბევრი ისეთი ადამიანი განაწყო ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ან ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია აერჩიათ ან ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულები, არც კი აპირებდნენ, რომ არჩევნებზე წასულიყვნენ და მათი ხმები ავტომატურად შემატა ოპოზიციას.

პარალელურად, ამ მიდგომით გაღიზიანებულმა და შეშინებულმა სხვა გავლენის ჯგუფებმაც აქტიურად იმუშავეს, რომ კვლავ ოცნებას მოეგო და უკვე მუქარაზე გადასული ოპოზიციური სპექტრისთვის მოგების შანსი წაერთმია.

 

 

 

რატომ არ იმუშავა ამ მიდგომამ?

ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მსგავსი მიდგომა მიზნად ისახავდა მოქალაქეების დაშემიბეას და იმ იდეის პედალირებას, რომ ქოცობა ტეხავს თან იმდენად ტეხავს, რომ ამის გამო შეიძლება სოციუმიდანაც კი გაირიყო.

ერთი შეხედვით ეს მიდგომა მუშაობს, განსაკუთრებით კი მუშაობს ახალგაზრდებში, მაგრამ ფართო რაკურსით თუ შევხედავთ, სრულიად განსხვავებულ რეალობას დავინახავთ.

 

ზოგადად ფაქტია, რომ საარჩევნო კამპანიების დროს, ფართო სეგმენტებზე მიმართული სიძულვილის ენა ხშირ შემთხვევებში უარყოფითად მუშაობს და მისი ავტორების რეიტინგს აგდებს რადგან ხალხში ეს გაღიზიანებას და ამაზე უკუქმედებას იწვევს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიები სიძულვილის ენას თითქმის არ იყენებენ ან თუ იყენებენ, მაშინ ეს კონკრეტულ პიროვნებებზეა მიმართული და არა მასებზე.


საზოგადოების დამოკიდებულება.

საზოგადოება რამდენად განსხვავებულ შეხედულებებზე არ უნდა იდგეს, საბოლოოდ ლოიალობის ძაფები ყოველთვის არსებობს.

მითუმეტეს ჩვენს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ქართველმა ერმა ძალიან კარგად ისწავლა, თუ რამდენად დამანგრეველი შედეგები მოაქვს სიძულვილის ენაზე აგებულ კამპანიებს და ადამიანებს, რომლებიც მათი შემოქმედები არიან და თუ გავითვალისწინებთ საერთო ეროვნულ იდეას, რომ „არც ერთი ხელისუფლება ხალხისთვის არ არის“ ლოგიკურია, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად მებრძოლ ჯგუფს, რომელიც აგრესიას ვერ მალავს და შედეგის მისაღებად ბულინგს არ ერიდება ჩვენი მოქალაქეთა დიდი ნაწილი ნდობას არასდროს გამოუცხადებს.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი ნაწილი, მიზეზთა იმ დიდი ჯაჭვისა, რამაც ოპოზიციის მარცხი და ოცნების რეიტინგის შედარებითი ზრდაც კი გამოიწვია.


ამ მცირე წერილის იდეას ის წარმოადგენს, რომ კიდევ ერთი პატარა, მაგრამ სერიოზული შედეგების მომტანი მაგალითი დამედო იმისა, თუ რატომ წააგო არსებულმა ოპოზიციამ და მოიგო ოცნებამ.შენ კი ჩემო მკითხველო, იაზროვნე და მიხვდი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ პოლიტიკური ელიტა და რეალობა გავაჯანსაღოთ.                                               

 
 
 

Comments


bottom of page